Tuesday, July 30, 2013

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: მიხაი ზიჩი -„ვეფხვისტყაოსნის’’ უცხოელი ილუსტრატორი



პროექტის მთავარი იდეა (თემა)    -მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ და გაიცნონ მიხაი ზიჩის ბიოგრაფია, გამოიკვლიონ მისი წვლილი   ვეფხვისტყაოსნის პოპულარიზაციასა და ქართული კულტურის განვითარებაში.

პროექტის აქტუალობა-მოძიებული მასალა დაეხმარება მოსწავლეებს გაიცნონ დიდი უნგრელი ეროვნული მხატვრის ეპოქა, სხვადასხვა ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, გამოიკვლიონ მისი წვლილი ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში

პროექტის მიზანი-მოსწავლეებმა მოიპოვონ მიხაი ზიჩის  შესახებ სხვადასხვა წყაროში გაფანტული ინფორმაცია, დაახარისხონ და გამოუშვან ხელნაწერი ბროშურის სახით, მიხაი ზიჩის მისამართით ცნობილი ადამიანების გამონათქვამების თავმოყრა, შეძლონ საკუთარი აზრის გამოხატვა მხატვრის შემოქმედების, ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ასევე - მოპოვებული და შექმნილი ნამუშევრების ფოტო და ვიდეომასალის პრეზენტაცია სკოლაში

მონაწილეთა ასაკი/კლასი-15-16 წელი,10 კლასი

ვადები/ხანგრძლივობა-4 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიძლება შეიქმნას: ხელნაწერი ბროშურა, ფოტოებისა და ილუსტრაციების სასკოლო გამოფენა, პრეზენტაცია.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელნძღვანელო, ბიბლოოთეკა ,ენციკლოპედია  (უზნაძე ი. ქ.ს.ე.  ტ. 4  გვ.521-522  თბ.1979).
ინტერნეტ რესურსები

პროექტის მსვლელობა / ძირითადი აქტივობები.

აქტივობა 1.
პროექტის მსვლელობა დაიგეგმა მთელ ჯგუფთან ერთად, შედგა სამუშაო გეგმა, შესასრულებელი აქტივობები გაიწერა დროის მიხედვით.

აქტივობა 2.
მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით.მასალის დამუშავება და საკვანძო საკითხების განსაზღვრა

აქტივობა 3.
მიხაი  ზიჩის  მისამართით თქმული სიტყვების მოძიება რომლებიც  მხატვარს ცნობილმა ადამიანებმა უძღვნეს.

აქტივობა 4.
ფოტოებისა და ვეფხისტყაოსნის ზიჩისეული ილუსტრაციების შეგროვება,  ქსეროასლების  გადაღება და  გამრავლება.მასალის ინტერნეტით მოძიება, გადმოწერა და  პრინტერით ამობეჭდვა.

აქტივობა 5.
მიხაი ზიჩის ცხოვრებისა და შემოქმედების  გაცნობით  მიღებული შთაბეჭდილებების მიხედვით ხელნაწერი ბროშურის გამოცემა.

აქტივობა 6.
პროექტის განხორციელების პროცესში მოსწავლეებზე  დაკვირვების  ცხრილი

დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუში

იუვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

აგრძელებდნენ  თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს  პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავლეები და რა იყო მათი  პასიურობის  მიზეზი

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატიური და საქმიანი ხასიათი 

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე (თუ -კი ,მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები )


                                      

პროექტის  შეფასების  ცხრილი

კრიტერიუმები
სისტი
3-4
საშუალოზე დაბალი
5-6
საშუალო
7-8
კარგი
9-10
პრობლემა.
რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული




მიზანი.
რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადი




ამოცანები.
რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს




განხორციელების გზები.
რამდენად უზრუნველყობს მიზნის მიღწევას, რამდენად პრაქტიკულია და რაციონალურია, რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები გადანაწილებული ჯგუფის წევრებს შორის




შედეგი.
რამდენად რეალურია აღმიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს




რესურსები. რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული, რა არის საჭირო პროექტით გათვალისწინებული საქნიანობისათვის




დიზაინი.
რამდენად ლოგიკურად არის აგებული პროექტი (თანმიმდევრობა ), ლაკონური და მარტივი ენა.





საგნებთან /საგნობრივ   ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:

ქართული. 
სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი) სარგებლობის  ჩვევის ჩამოყალიბება, ბიოგრაფიის გაცნობა,მსჯელობისა  და საპრეზენტაციო  უნარ-ჩვევების  განვითარება.

საინფორმაციო ტექნოლოგიები--ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გამოყენება.ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება.   

პროექტის ხელმძღვანელი: ეთერ შარაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: etersharadze@gmail.com

No comments:

Post a Comment